geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

XX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და თსუ მუზეუმის ორგანიზებით, 2026 წლის 29-30 ივნისს,  გაიმართა XX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ღვაწლმოსილი ქართველოლოგის, ენათმეცნიერის, პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლისთავს.

 

პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქართველური კულტურის, ქართული სალიტერატურო ენისა და სამეცნიერო ქართველოლოგიის დაცვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას.  მისი საეტაპო მნიშვნელობის ნაშრომები დღემდე საორიენტაციოა როგორც დარგის მკვლევრებისათვის, ისე სტუდენტებისა და ქართველოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.  ბატონმა ზურაბმა უდიდესი წვლილი შეიტანა სალიტერატურო ენის ისტორიის, ქართველური ენების, ონომასტიკისა და ტექსტოლოგიის შესწავლაში, მან აღზარდა ფილოლოგთა არაერთი თაობა, რომლებიც დღესაც წარმატებით იღვწიან ქართველოლოგიაში.

სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად, აღსანიშნავია პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის აქტიური პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული მოღვაწეობა  სხვადასხა წამყვან პერიოდულ გამოცემაში.

 

დამსახურებული ქართველოლოგის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში დაცული მასალების, მეცნიერის პირადი არქივისა და ფოტოების, გამოფენა.

 

დამატებითი ინფორმაცია იხ. კონფერენციის პროგრამა/თეზისებში.

თარიღი: 06/07/2026